ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ შესარჩევი ტურს დიდი ინტერესით, პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით მოეკიდნენ
29-11-2017

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა. 

ინტელექტ-შეჯიბრში მე-8 - მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, სულ 23 მოსწავლე.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა „ეტალონის“ პედაგოგი ლია ფუტკარაძე, რომელსაც ეხმარებოდა მასწავლებელი ლარისა ტომარაძე.

პირველი ტურის მიმდინარეობაზე მონიტორინგს „ეტალონის“ პედაგოგებთან ერთად ახორციელებდნენ სკოლის დირექტორი თინათინ ბეჟაშვილი და  დირექტორის მოადგილე სასწავლო ნაწილის დარგში დავით რობაქიძე. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ინტელექტ-შეჯიბრის მსვლელობის დროს მოსწავლეები დიდი ინტერესით, პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ ტესტის შევსებას. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანმა აირჩია ვერსია „თამამი“. 

მოსწავლეების ნამუშევრები ლია ფუტკარაძემ და ლარისა ტომარაძემ შეამოწმეს.

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის დირექცია წარმატებას უსურვებს მოსწავლეებს ინტელექტ-შეჯიბრის მომდევნო ეტაპებზე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203