ყველა საჯარო და კერძო სკოლა დაიხურა - „ინფორმაცია უკვე მიწოდებული აქვთ და დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე ფოთში გადავლენ“
14-04-2021

ფოთში, კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, საჯარო და კერძო სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. 

საგანმანათლებლო რესურს ცენტრის გადაწყვეტილებით, სკოლები ონლაინ რეჟიმში ორი კვირის განმავლობაში ისწავლიან. სააღმზრდელო პროცესი კი სრულად ფოთის სამ საბავშვო ბაღშია შეჩერებული.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე, კოვიდინფიცირებულთა და ინფექციის გავრცელების მზარდი რაოდენობის თავიდან აცილების მიზნით, დღეიდან, 14 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, სულ 12 სასწავლო დღე, ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო დაწესებულებები გადავლენ სრულად დისტანციური სწავლების მოდელზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიწოდებული აქვთ საჯარო სკოლებს და დღეიდან გადავლენ დისტანციური სწავლების ფორმატზე, მაგრამ სკოლების ის რაოდენობა, რომელიც ფიქრობს, რომ დღეიდან დააორგანიზოს დისტანციური სწავლების ფორმა, მათ შეუძლიათ ხვალიდან გადავიდნენ ონლაინ სწავლების რეჟიმზე. ამასთან, გაგრძელდება პედაგოგთა ტესტირებები საჯარო სკოლებში და ადმინისტრაციები განახორციელებენ მუდმივ მონიტორინგს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აწარმოებენ აგრეთვე სტატისტიკას კოვიდინფიცირებულთა და იზოლაციაში გადასულ პერსონალთა თუ მოსწავლეთა რაოდენობას“, - განაცხადა ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა ქორქიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203