გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ბულინგის თემაზე ფილმის ჩვენება, დისკუსია, სხვადასხვა სახის აქტივობა და პრეზენტაცია მოეწყო
30-11-2017
გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ვორქშოფი თემაზე „no bullying“ ჩატარდა. 

სკოლაში მოეწყო ფილმის ჩვენება, დისკუსია, სხვადასხვა სახის აქტივობა და პრეზენტაცია. 

როგორც სკოლის მასწავლებელი თეონა ჯუღელი აღნიშნავს, ბულინგი ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში:

„ეს არის ძალადობის ისეთი ფორმა, რომელიც ძირითადად სკოლებში გვხვდება. ინგლისური ენის პედაგოგის, ირინა ნოზაძის მიერ ჩატარებული ვორქშოფის მიზანი სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის გზების პოვნაა. მისი თქმით, თითოეული პედაგოგის მოვალეობაა, უზრუნველყოს ბავშვის ჩამოყალიბება პასუხისმგებლობით აღსავსე პიროვნებად, რომელიც იხელმძღვანელებს ისეთი ფასეულობებით, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, მიმტევებლობა და ურთიერთპატივისცემა. ამიტომ, ყველამ ერთად ვთქვათ „no bullying“.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203