სიქთარვის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ ტიტულის შენარჩუნებას იმედოვნებენ
30-11-2017

სიქთარვის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მიუხედავად ორი ცვლისა და ოთახების სიმცირისა,  (სკოლა ალტერნატიულ ფართში საკმაოდ მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაში სწავლობს), ინტელექტ-შეჯიბრი ,,ეტალონი“ სიქთარვის საჯარო სკოლის  მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების  22-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა:

„ჩვენს მოტივაციას ზემოაღნიშნული ხელს ვერ უშლის. ოთხივე კლასში თამაში სხვადასხვა დროს ჩატარდა. მაქსიმალური 77 ქულა მე-11 კლასის მოსწავლის, თორნიკე ყიფშიძის მიერ დაფიქსირდა. გასული სასწავლო წლის რაიონის „ეტალონელი“ სწორედ ჩვენი მოსწავლე გაგა აბულაძე გახდა. წელსაც წარმატებასა და ტიტულის შენარჩუნებას იმედოვნებს ჩვენი სკოლა.“

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203