ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში - სკოლების ნაწილს ევალება 15 სექტემბრამდე მოაწყონ სამედიცინო კაბინეტი
საჯარო სკოლებს, რომლებსაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ჰყავთ სამედიცინო კაბინეტი 2021 წლის 15 სექტემბრამდე უნდა მოაწყონ. სხვა სკოლებს კი ვადა 2022 წლის 15 სექტემბრამდე აქვთ. აღნიშნულს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრძანება ითვალისწინებს.ცვლილება „
ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შევიდა.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ კანონის ამოქმედებიდან ანუ 30 მარტიდან 3 თვის ვადაში განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტი და კაბინეტის ფუნქციონირების წესი უნდა დაამტკიცოს.