ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ წარმატების მოწმობები გადაეცათ
30-11-2017
ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური წარმატების მოწმობები გადაეცათ. 

მათ ინტელექტ-შეჯიბრში მიღწეული წარმატებისთვის სპეციალური მოწმობები „ეტალონის“ პედაგოგმა  თინიკო ჯაფოშვილმა და დირექტორმა კესო თევდორაშვილმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს.  


ჯიმითის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.  

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გურჯაანის N1 სკოლაში 20 ნოემბერს ჩატარდა. მასში გურჯაანის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებას ლიტვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი, გურჯაანის რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
 
„გურჯაანის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ველისციხის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თორნიკე ნესუაშვილი დაეუფლა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203