როგორ უნდა განხორციელდეს სკოლაში პროექტი მაღალ დონეზე - გეზათის საჯარო სკოლის მაგალითი
30-11-2017

გეზათის საჯარო სკოლაში პროექტი- ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დაჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაიცემის’’ განხორციელდა.

პროექტი დიდი ქართველი პოეტის ნიკო ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული V-IX კლასის მოსწავლეები, დამრიგებლები, სახელმწიფო ენის კათედრის წევრები. ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ჯიბლაძე და მუსიკის მასწავლებელი გულისა კიზირია. პროექტს ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ენის კათედრის თავჯდომარე ქეთევან ვეკუა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო კალიგრაფთა კონკურსი, საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინა სკოლის დერეფანში. სკოლის თვითმართველობის აქტიური მონაწილეობით გამოვიდა კედლის გაზეთი ,,მერანი’’. ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშილიშვილოდ გარდაიცემის’’. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პოეტის ბიოგრაფია და პირადი წერილები. აგრეთვე ლექსები და ნაწყვეტი პოემიდან ,,ბედი ქართლისა’’, რომელშიც მეფე ერეკლეს როლი შთამბეჭდავად განასახიერა მე-6 კლასის მოსწავლემ გიორგი ქამადაძემ, ხოლო სოლომონ ლიონიძის როლი - მე-9 კლასის მოსწავლემ შალვა შუბლაძემ. 

ღონისძიებამ მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებისაგან. იგი დადებითად შეფასდა სახელმწიფო ენის კათედრის სხდომაზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203