ქვემო აკეთის სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება - ''ოქროსფერი შემოდგომა'' გაიმართა
30-11-2017
ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების კათედრის ხელმღვანელობით, საშემოდგომო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა. 

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ნახატების გამოფენა, დაიწერა სცენარი, სპეციალურად მოეწყო და მომზადდა ოთახიც, სადაც გამოფენილი იყო  შემოდგომის ნობათი და გურული კაცის ოდა. 

საშემოდგომო ღონისძიების მზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც. მათ ბავშვებთან ერთად ამოავლეს ჩურჩხელები და ასე სიმბოლურად გააცილეს შემოდგომის სეზონი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203