საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, უწყების იურიდიული დეპარტამენტის დებულება დამტკიცდა.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულება განსაზღვრავს განათლებისა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
დამტკიცდა დეპარტამენტის კომპეტენცია, სტრუქტურა და დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები:
ა) სამართალშემოქმედების სამმართველო;
ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველო.