ახალციხის N1 და არლის საჯარო სკოლებში დღეიდან დისტანიურად ისწავლიან. კორონავირუსი მასწავლებელს დაუდასტურდა, რომელიც გაკვეთილებს ორივე სკოლაში ატარებდა.
როგორც ახალციხის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ჟუჟუნა გოგოლაურის თქმით, დისტანიურად ერთი კვირის განმავლობაში ისწავლიან.
„კორონავირუსი დაუფიქსირდა მასწავლებელს, რომელიც სხვა მუნიციპალიტეტიდან დადიოდა. მას სიმპტომები არ აღენიშნებოდა და თავს კარგად გრძნობდა. კორონავირუსი ტესტირების შემდეგ დაუდასტურდა. ჩვენ უკვე გვაქვს მსგავსი გამოცდილება და მივიღეთ საჭირო ზომები, ერთი კვირით ონლაინ რეჟიმით სწავლებაზე გადავდივართ“- ამბობს ჟუჟუნა გოგოლაური.
იგივე მიზეზის გამო, ერთი კვირით დისტანციურად ისწავლიან ადიგენის მუნიციპალიტეტის არლის საჯარო სკოლაშიც.