კონკურსის „შემოდგომის კუთხე ჩემს სკოლაში'' ტიტულის მფლობელი სკოლა ცნობილია
30-11-2017
კონკურსის „შემოდგომის კუთხე ჩემს სკოლაში'' ტიტულის მფლობელი სკოლა ცნობილია. 

გამარჯვებულები 6 ნომინაციაში გამოვლინდნენ - Facebook-ზე მოწონებების მიხედვით პირველ სამ ადგილზე გასული და „ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფის 3 რჩეული სკოლა.  



„შემოდგომის კუთხე ჩემს სკოლაში'' ტიტულის მფლობელი თბილისის N213 სკოლა გახდა. 



მოწონებების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა. 



მოწონებების მიხედვით მესამე ადგილზე გავიდა თბილისის N71 საჯარო სკოლა. 



„ეტალონის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად, თავისი რჩეული სკოლები გამოავლინა. 

 

„ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფის რჩეული სკოლებია: 

1. თივის საჯარო სკოლა




2. ხაბუმეს N1 საჯარო სკოლა 



3. ონის საჯარო სკოლა 



გამარჯვებული სკოლები Etaloni.ge - სგან სპეციალურ დიპლომებს მიიღებენ.      

ვულოცავთ გამარჯვებულ სკოლებს და ვუსურვებთ ყოველთვის ასეთი გამორჩეულები ყოფილიყვნენ! 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ ფოტო-მასალა 24 ოქტომბრიდან 30 ნოემბერის ჩათვლით გადმოეგზავნათ. 

იხილეთ კონკურსის ფოტოები სრულად.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203