კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლემ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა
01-12-2017

კერძო სკოლა ,,მზექას" სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ნიკა ქურდაძე „კინგსის“ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობდა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ნიკა ქურდაძისთვის სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა:

„კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ სასწავლო ოლიმპიადებში. ამჯერად ნიკა ქურდაძემ გამოიჩინა თავი და წარმატებული „კინგსელი“ გახდა. ვულოცავთ ნიკას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.“

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203