ინფიცირებული პედაგოგი და ორი მოსწავლე - სკოლები და ბაღები ყოველდღიურად იხურება, ეპიდემიური ვითარების გამო აჭარაში
16-04-2021

კორონავირუსის გამო დღეიდან ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ვირუსის შემთხვევების გამო დახურულია ქობულეთს მუნიციპალიტეტში არსებული სამი საბავშვო ბაღი.

კორონავირუსის დადასტურების გამო ქობულეთში რიგით მეცხრე საჯარო სკოლა დაიხურა. ქობულეთის რესურსცენტრის ინფორმაციით, ვირუსი სოფელ გვარას საჯარო სკოლაში პედაგოგს და ორ მოსწავლეს დაუდასტურდა. სამივე პირი ერთი ოჯახის წევრია. გვარას საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე 2 კვირით გადავიდა.

ონლაინ სწავლებაზე გადავიდა ბათუმის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასი, სადაც ვირუსი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა.

ამასთან, ვირუსის გამო 3 სხვადასხვა სკოლაში რამდენიმე ცალკეული კლასია ონლაინ სწავლებაზე.

აღსანიშნავია,რომ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ვირუსის დაფიქსირებისთანავე წყდება. სპეციალისტების განცხადებით შემთხვევების მომატების მიზეზი მოსახლეობის ნაწილის მხრიდან დაწესებული რეგულაციების შეუსრულებლობაა.

იხილეთ ასევე: მასწავლებლის ინფიცირების გამო ორი საჯარო სკოლა დაიხურა - დისტანციურ სწავლებაზე ერთი კვირა იქნებიან

კორონავირუსი დედა-შვილს - მოსწავლესა და მასწავლებელს დაუდასტურდა: კიდევ 9 საჯარო სკოლა დაიხურა რუსთავში, გორსა და ხაშურში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203