სენაკის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელმა მამუკა კუჭავამ მორიგი საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა
01-12-2017
სენაკის N1 საჯარო სკოლაში ფოტოგრაფია საველე ლაშქრობისას და ლაშქრობის                     უსაფრთხოების შესახებ გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი მასწავლებელმა მამუკა კუჭავამ ჩაატარა.

გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას: 

მისალმების შემდეგ მასწავალებელი მამუკა კუჭავა მოსწავლეებს ეკითხება, იყენებენ თუ არა ფოტო-აპარატებს ან მობილურს ფოტოების გადასაღებად. არიან თუ არა კმაყოფილი გადაღებული ფოტოებით; 

მასწავლებელი კომპიუტერულ ლაბორატორიაში აწყობს ფოტოგადაღებების შესახებ ვიდეოს ჩვენებას.  

მასწავლებელი აკეთებს პაუზებს და იმართება დისკუსია: როგორ გამოვიყენებთ მიღებულ ინფორმაციას პრაქტიკაში, კერძოდ დაგეგმილი ლაშქრობის დროს.    
 
შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს რას აქცევენ ყურადღებას ლაშქრობაში წასვლამდე. პასუხები ფიქსირდება ფლიპჩარტის ფურცელზე.

მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება რა იყო მათთვის სიახლე და როგორ გაუმჯობესდება მათ მიერ დაგეგმილი  ლაშქრობა ამ გაკვეთილის შემდეგ. 
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203