არდადეგების შესახებ ოფიციალური ბრძანება გამოქვეყნდა - მთავრობის დადგენილება უკვე ძალაშია
19-04-2021
საქართველოს მთავრობის დადგენილებით შრომის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც უქმე დღეები განისაზღვრა.

დადგენილების მიხედვით, 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი განისაზღვროს უქმე დღეებად განისაზღვრა. 9 მაისი ისედაც უქმე დღეა. 

უქმე დღეებში ეხება საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს. 30 აპრილიდან 13 მაისამდე სწავლა წყდება სკოლებში, უნივერსიტეტებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და საბავშვო ბაღებში.

დამატებით რა შეზღუდვები ამოქმედდება უქმე დღეების პერიოდში უცნობია. 

აღსანიშნავია, რომ წელს მთავრობამ უქმე დღეები მეორედ გამოაცხადა. უქმე დღეებად იყო გამოცხადებული 2021 წლის 3 იანვრიდან  6 იანვრის ჩათვლით პერიოდი და 8-15 იანვარი. აღნიშნულ პერიოდში გაჩერებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დახურული იყო მაღაზიების, გარდა სურსათისა და აფთიაქებისა. 

იხილეთ ასევე: დამატებითი არდადეგები საჯარო სკოლებსა და ბაღებში - 30 აპრილიდან 13 მაისამდე საქართველოში სწავლა შეწყდება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203