კორონავირუსის შემთხვევების გამო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 27 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რეკომენდაციით, განმუხურის საჯარო სკოლა დღეიდან, 19 აპრილიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
ამასთან, პარასკევს აღმოჩენილი შემთხვევების გამო, დღეიდან 30 აპრილამდე, ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა სულ 27 სკოლა და სხვადასხვა სკოლის 26 კლასი. ამასთან, რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის გამო, 20 საბავშვო ბაღი დახურულია.