საქართველოში მასწავლებლების ვაქცინაცია დაიწყო - ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებმა განცხადება გააკეთეს
20-04-2021

პედაგოგების ვაქცინაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. 

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ და მიხეილ ჩხენკელმა განმარტეს, პედაგოგთა აცრა მნიშვნელოვანია სკოლებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და თავად მასწავლებლებისა თუ მოსწავლეების ჯანმრთელობისთვის. 

„ვცდილობთ შევინარჩუნოთ ჩვენი მოქალაქეების და ბავშვების უფლებები, ამიტომ დამეთანხმებით, ჩვენი პედაგოგები არიან ის ჯგუფი, რომლებზეც გადის ჩვენი ბავშვების განათლება და შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ეკონომიკური მდგრადობისა და ნათელი მომავლის გარანტი, ვაქცინაციის პროცესის წარმატებული წარმართვა პედაგოგებში და სკოლებში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც დღეს ჩვენს გამოწვევად დგას. სწორედ აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ორივე სამინისტროს ერთობლივი ჩართულობა იმისთვის, რომ პედაგოგისთვის მიწოდებული იყოს ის სარწმუნო ინფორმაცია,  რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებს ეყრდნობა და ვაქცინაციის პროცესის უსაფრთხოებას გულისხმობს.

ჩვენ დღეს ვიწყებთ პედაგოგებისთვის განსაკუთრებულ აქციას და დარწმუნებული ვარ, ბატონი მიხეილის დახმარებით და ორივე უწყების ჩართულობით შევძლებთ სკოლებში შევიტანოთ ის უსაფრთხოება, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ თითოეული ჩვენი ბავშვისთვის შევქმნათ სკოლებში უსაფრთხო გარემო“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის შემდეგ, პედაგოგთა ვაქცინაციაზე ისაუბრა განათლების მინისტრმაც. 

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პედაგოგებისთვის იწყება ვაქცინაციის პროცესი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება. ეს ემსახურება უმთავრეს მიზანს, ჩვენი პედაგოგების ჯანმრთელობას. ჩვენი შვილების, მოსწავლეების ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რომ საკლასო ოთახში მიმდინარეობდეს სასკოლო პროცესი. ეს არის უმნიშვნელოვანესია ჩვენი ბავშვებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203