კიდევ 6 სკოლა და 4 საბავშვო ბაღი დაიხურა - კორონავირუსის ახალი შემთხვევები აჭარაში
20-04-2021

ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 6 სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა; ამასთან ქობულეთის მუნიციპალიტეტში დახურულია 4 საბავშო ბაღი; ზოგადად, რეგიონში კი, საჯარო სკოლების 29 ცალკეული კლასი დისტანციურ რეჟიმში სწავლობს, - ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. 

გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 164 შემთხვევა გამოვლინდა და ერთი პაციენტი გარდაიცვალა, იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203