პოეტი და მულტიმედია არტისტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. ის ერთი თვის განმავლობაში ავადმყოფობდა.
ზურაბ რთველიაშვილი დაიბადა 1967 წელს, ქალაქ ყარაგანდაში, ყაზახეთში. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილსა და სხვებთან ერთად.
ზურაბ რთველიაშვილი ცნობილია თავისი პერფორმანსებით და ლექსებით: „აპოკრიფი”, „მათი ნებაა…”, „მე ვარ ვენახი”, „მითხარი, როგორ არ მოგწონვარ?”, „ოდდა თავისუფლებას”, „ოდდა მის უდიდებულესობას სამოქალაქო საზოგადოებას”, „ტატჰაგატა”, „წმინდა მგლების ლოცვა” და სხვა.
2018 წელს მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ პრემია „საბა“ მიიღო წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.
2010 წელს შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, საიდანაც გასულ წელს დაბრუნდა საქართველოში.