შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის პირველადი შედეგები და აპელაციის ვადები გამოაქვეყნა.
2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-სა და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ 10 მონაწილეს შორის.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი მიიღება 2021 წლის 21 აპრილის 10:00 საათიდან 2021 წლის 22 აპრილის 18:00 საათამდე.
ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადაგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:
gancxadebebi@naec.geიმისათვის, რომ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციებს მიეცეს მსვლელობა, განაცხადის ფორმა უნდა იყოს შევსებული ხელმოწერილი და დასკანერებული.
ოლიმპიადის მონაწილეს უფლება არ აქვს შეხვდეს საპრეტენზიო კომისიის წევრს. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ანდა დარჩეს უცვლელი.
გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგული სიები, საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ცენტრის მიერ სპეციალური ბმულის საშუალებით გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.