მასწავლებელთა აცრა ნებაყოფლობითია და ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება - განათლების სამინისტროს პასუხი მთავარ კითხვაზე
მასწავლებელთა ვაქცინაცია დაიწყო და მათ ეს სიახლე თავად ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებმა თავად ამცნეს. საჩვენებლად 50 მასწავლებელიც აიცრა და მოწოდება, რომ სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნის გამო, მათი კოლეგების აცრა უმნიშვნელოვანესია, გააქტიურებულია. თუმცა ამ ამბით პედკოლექტივი დიდად აღფრთოვანებული არ არის და ეს სკეპტიციზმი რიგი მიზეზების გამო, არცთუ ისე აზრსმოკლებულია. მით უფრო, როცა ისეთი მარტივი საკითხიც კი არ ვიცით, როგორიცაა, რა ვაქცინით აიცრნენ მასწავლებლები, რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩინური ვაქცინის დაშვება-არდაშვების ჯერ კიდევ კითხვისნიშნის ქვეშ მდგარ საკითხსა და ვაქცინაციის შემდეგ დაფიქსირებული გარდაცვალების ფაქტზეც.
ამ ყველაფრის ფონზე კი მასწავლებლებს მთავარი კითხვა აქვთ: პედაგოგთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია თუ სავალდებულო? - მასწავლებლებს დასამშვიდებლად გეტყვით, რომ
პედაგოგთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. სწორედ ამის მაგალითია, თვალსაჩინოებისთვის, ცნობილი ექიმების მიერ ნებაყოფლობით აცრილი 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მასწავლებლები.
ასევე დაგაინტერესებთ: საქართველოში მასწავლებლების ვაქცინაცია დაიწყო - ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებმა განცხადება გააკეთეს