- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება ?
- სოციალური მუშაკის ინტეგრირება სკოლაში შეიძლება გახდეს სკოლისა და მოსწავლეთა ოჯახების უფრო მეტად შემაკავშირებელი.
- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები ?
- სამწუხაროდ, ჩვენს სკოლას არ აქვს ფინანსები სამედიცინო კაბინეტის მოსაწყობად.
- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?
- მოსწავლისათვის 45-დღიანი გაცდენის შემთხვევაში არ ვემხრობი სტატუსის შეჩერებას, თუკი ეს გამოწვეულია ობიექტური მიზეზებით.
თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?
- მაღალი კლასის მოსწავლეებიც უნდა იყვნენ კომპიუტერებით უზრუნველყოფილნი, დაწყებითი კლასების მოსწავლეების მსგავსად.