სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად და საზოგადოების მოწოდებისთვის, უკვე 55 წლის და უფროსი ასაკის მასწავლებლები კოვიდის წინააღმდეგ აცრეს. ახლა არ ჩავუღრმავდებით, რამდენად სურთ პედაგოგებს ვაქცინაცია და ზოგადად, რას ფიქრობენ ამ კამპანიაზე. საინტერესო ისაა, როდის აიცრება განათლების მინისტრი, თუნდაც იგივე პედაგოგებისთვის მაგალითის მისაცემად?
ამ კითხვით, Etaloni.ge-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ მიხეილ ჩხენკელს აცრა ასაკობრივად არ ეკუთვნის და როდესაც დაიწყება სხვა კატეგორიის მოსახლეობის ვაქცინაცია, იგი აუცილებლად ჩაიტარებს იმუნიზაციას:
„მინისტრი ჯერ არ არის 55 წლის, ამიტომ ამ ეტაპზე ასაცრელთა ასაკობრივ კატეგორიას არ მიეკუთვნება“.