„სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა“ - სვირის საჯარო სკოლის დირექტორი, ბუხუტი ღონღაძე 
21-04-2021
რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლის დირექტორის, ბუხუტი ღონღაძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

-    თქვენი აზრით,  რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

-     სოციალური მუშაკების ინტეგრირება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დისციპლინას და აღმოფხვრის გაცდენების რაოდენობას.

-    რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა, შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

-    ვფიქრობ, აუცილებელია სამედიცინო კაბინეტების არსებობა ყველა სკოლაში. დღესდღეობით ჩვენს სკოლას არ გააჩნია შესაბამისი რესურსი, რათა უზრუნველყოს შესაბამისი მედიკამენტებისა და აღჭურვილობის მომარაგება. ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა.

-    თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

-    მოსწავლეებმა აკადემიური ჩამორჩენა უნდა დაძლიონ მშობლებისა და მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობით, რათა ორგანიზებულად მოხდეს ჩამორჩენის აღმოფხვრა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203