- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?
- სოციალური მუშაკის ინტეგრირება სკოლაში მნიშვნელოვნად მიმაჩნია - ძირეულად შეისწავლის თითოეული ბავშვის ცხოვრებას, აღმოაჩენს მის სულიერ სამყაროს. გაარკვევს, ხომ არ არის ბავშვი ძალადობის, ბულინგის მსხვერპლი ოჯახში ან სხვა ბავშვების მხრიდან.
- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა, შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?
- სამედიცინო კაბინეტი ყველა სკოლაში აუცილებლად მიმაჩნია, თუმცა სამწუხაროდ, ჩემს სკოლაში არ არის ყველა პირობა სამედიცინო კაბინეტისთვის.
- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?
- ძალიან კარგია - გაცდენების რაოდენობის შემცირება, რადგან პანდემიის გამო, ბავშვები გადაეჩვივნენ დილით ადრე ადგომასა და სკოლაში წასვლას. მშობელთა ნაწილი კი მშვიდად უყურებს ამას. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი დაუკარგავს სიზარმაცის ხალისს ბავშვსაც და მშობელსაც.