„სამედიცინო კაბინეტი სკოლაში უსაფრთხო გარემოსთვის კარგი პირობაა“ - გელა ჩხიტუნიძე, ჭალის საჯარო სკოლის დირექტორი
22-04-2021
ანამედროვე მიდგომები და არსებული რეალობა სკოლებს სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს. შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ფეხი აუწყოს მათ. სოციალური მუშაკების სკოლებში ინტეგრირება, სამედიცინო კაბინეტების აუცილებლობა და რაც მთავარია, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში - თითოეული სკოლის ხელმძღვანელის ამოცანაა და ამ საკითხებზე მათი შეხედულებაც საინტერესოა. ამჯერად, Etaloni.ge საჩხერის მუნიციაპლიტეტის, ჭალის საჯარო სკოლის დირექტორის - გელა ჩხიტუნიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერს შევცვლიდი.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- უსაფრთხო გარემოსთვის კარგი პირობაა და სასურველია, ყველა სკოლას ქონდეს მსგავსი კაბინეტი.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას? თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

- ჩემი აზრით, ეს ღონისძიება გაზრდის პასუხისმგებლობას.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებით, მოსწავლეების დაინტერესებით, არჩევანის უფლების მიცემით... რაც გაზრდის მოტივაციას.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლისა და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?

- სათანადო ლიტერატურის გათავისუფლება ზედმეტი ტერმინოლოგიისგან, მოსაზრებების გათვალისწინება და გამოცდილების გაზიარება, ვფიქრობ, წარმატების წინაპირობაა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203