ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გოგი ცაბაძის სახელობის საესტრადო სიმღერების კონკურსში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს
05-12-2017
ესთეტიკური ცენტრის მიერ საქართველოში ყოველწლიურად ტარდება გოგი ცაბაძის სახელობის საესტრადო სიმღერების კონკურსი, რომელშიც აქტიურადა არიან ჩართულები ახალციხის N5 საჯარო სკოლის ხელოვნების სტუდია „პალიტრას“ მოსწავლეები.

წლევანდელ კონკურსში „პალიტრამ“ წარმატებით წარმოაჩინა თავისი შემოქმედება (სტუდიის ხელმძღვანელი მარინა მჭედლიძე) და კიდევ ერთხელ მოიპოვა წარმატება. ხელოვნების სტუდიის მოსწავლეები ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსში რვა პირველი და ხუთი მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ. ასევე ერთი გრანპრი და ექვსი პირველი ადგილი დაიკავეს.

„ძალიან მიხარია, რომ მყავს ბევრი წარმატებული მოსწავლე და უზომოდ თავდადებული მშობლები. ისინი ირჯებიან, რომ თავიანთი შვილები აზიარონ ხელოვნების ამ ულამაზეს დარგს - მუსიკას და განაცდევინონ ის დიდი სიხარული, რომლის მოტანაც მუსიკას შეუძლია. რამდენადაც დიდხანს იქნებით მუსიკასთან, იმდენად ბევრი სიხარული გელოდებათ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გეფერებით,“ - ასე მიმართა თავის საყვარელ და ნიჭიერ მომღერლებს სტუდიის ხელმძღვანელმა მარინა მჭედლიძემ.

ახალციხის N5 საჯარო სკოლა ულოცავს „პალიტრას“ ხელმძღვანელს და მის მოსწავლეებს გამარჯვებას და შემდეგშიც დიდ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203