„ჩვენს სკოლას სამედიცინო კაბინეტის მოსაწყობად სათანადო სივრცე არ გააჩნია“ - ზემო თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ფუტკარაძე
22-04-2021

რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენა - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორის, თამაზ ფუტკარაძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- სოციალური მუშაკების ინტეგრირება უზრუნველყოფს მრავალი პრობლემური საკითხების ერთობლივად გადაწყვეტასა და მოგვარებას, სასკოლო ცხოვრებაში მათ უშუალო ჩართულობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- დღევანდელი და სამომავლო მდგომარეობის გათვალისწინებით, სამედიცინო კაბინეტის არსებობა სკოლაში აუცილებელი ხდება, თუმცა ჩვენს სკოლას სათანადო სივრცე და პირობები ჯერჯერობით არ გააჩნია.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას? თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

- მოსწავლის სტატუსის შეჩერება უზრუნველყოფს მშობლებზე უფრო მეტი პასუხისმგებლობის დაკისრებას და გამოიწვევს სკოლასთან უფრო მეტად დაახლოებას, რაც წაადგება სტატუსშეჩერებულ მოსწავლეს ჩამორჩენის დაძლევაში.

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- ონლაინ სწავლებისაგან აკადემიური ჩამორჩენა მშობლებზე პასუხისმგებლობის დაკისრებით დაიძლევა. სკოლას არ აქვს საკმაო რესურსი ამისათვის.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?

- მასწავლებელთა წინა სქემა ზედმეტად ჰუმანური იყო. ახალი სქემა მასწავლებლების სისტემატურ და უწყვეტ პროფესიული განვითარების საშუალებას იძლევა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203