ბანოჯის საჯარო სკოლაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საინტერესო თემებზე შეხვედრა ჩაატარა
05-12-2017
ბანოჯის საჯარო სკოლაში შეხვედრა თემებზე - „ოჯახური კონფლიქტი და მოზარდი“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება“, „ბულინგი და მისი განმარტებები“ ჩატარდა.

შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს ორგანიზებით ჩატარდა. 

მოსწავლეებს საინტერესო თემებზე ესაუბრებოდა პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი - კახაბერ ყუფარაძე და უფროს ლეიტენანტი - გიორგი ციცხვარია.

შეხვედრას ესწრებოდნენ დამრიგებლები ლალი ღიბრაძე, შორენა მელაძე და ნათია ბენდელიანი. 

სკოლის წარმომადგენლები მადლობას უხდიან შეხვედრის ორგანიზატორებს:

„შეხვედრა იყო საინტერესო როგორც პედაგოგებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. მსგავსი შეხვედრები დღეის მდგომარეობით აუცილებელია საგანმანათლებლო სივრცეში.“

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203