„არა ძალადობას!“ - შეუბნის სკოლაში სოლიდარობის აქცია გაიმართა
05-12-2017
შეუბნის საჯარო სკოლაში აქცია გაიმართა სახელწოდებით - „არა ძლადობას!“ სკოლის წარმომადგენლებმა ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სანთლები დაანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი არასრულწლოვნების სულებს.

მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა, ეთერ ჩიკვილაძემ მიმართა. მან ბავშვებს სიყვარულისკენ მოუწოდა.

„ძალადობა დანაშაულია!“ „ნუ შეეხები სხვის სიცოცხლე!“ „ნუ ვიჩხუბებთ,“ „ვიყოთ მეგობრულები“,„ნუ იქნები სასტიკი“, „ნუ დამჩაგრავთ“, „ერთად ვებრძოლოთ ძალადობას“ - სწორედ ამ წარწერებით დაგმეს მოსწავლეებმა ძალადობა. ბავშვებს ეს მოწოდებები არამხოლოდ ქართულ, არამედ ინგლისურ და რუსულ ენებზე ჰქონდათ შესრულებული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203