აკეთის საჯარო სკოლაში ჩატარებულ სპორტულ შეჯიბრში მასპინძელი და მოწვეული სკოლების დირექტორები და რესურსცენტრის წარმომადგენლები ჩაერთნენ
05-12-2017

აკეთის საჯარო სკოლაში პროექტ „თავისუფალი გაკვეთილის“ ფარგლებში შემაჯამებელი გაკვეთილი სპორტში ჩატარდა. 

გაკვეთილი პედაგოგმა ირაკლი ტოროტაძემ ჩაატარა. მეტი დაინტერესების მიზნით, ახლო მდებარე სკოლიდან მოწვეულ მოსწავლეებთან ერთად რეაბილიტირებულ სპორტულ დარბაზში ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მხიარულ თამაშში მოსწავლეებთან ერთად მასპინძელი და მოწვეული სკოლების დირექტორებმა და რესურსცენტრიდან მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს მონაწილეობა. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203