ზედა ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მეზობელ სოფლებს ესტუმრნენ
05-12-2017

ზედა ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მეზობელ სოფლებში, ისრითსა და დიხაშხოზე, გოგირდოვან წყლებზე იმყოფებოდნენ.

სანამ გოგირდოვან წლებზე წავიდოდნენ, მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მისი თვისებების შესახებ, თუ რატომ არის გოგირდოვან წლები სასარგებლო. 

როგორც თავად აღნიშნავენ, ადგილობრივი მოსახლეობა ამ წყლებს სამკურნალოდ იყენებს:

„როგორც ცნობილია, გოგირდოვან წყლებს სამკურნალო თვისებები გააჩნია და ამიტომაც ადგილობრივი მოსახლეობა ამ წყლებს სამკურნალოდ იყენებს. თუმცა მას ფართო გამოყენება არა აქვს. ჩვენ გვინდოდა თეორიულად მიღებული ინფორმაციის შემდეგ, ჩვენს მეზობლად მდებარე სოფლებში გოგირდოვანი წყლები გვენახა. სწორედ ამიტომ წავედით ისრითსა და დიხაშხოზე.“

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203