ორლოვკის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა
05-12-2017
ორლოვკის საჯარო სკოლაში შემოდგომის ზეიმი ჩატარდა. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და ზეიმით გააცილეს, როგორც თავად აღნიშნავენ, ფერადი შემოდგომა. 

ჩატარებული ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, ზეიმის დეტალები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ნადვილად კარგი ღონისძიება გამოვიდა:

„ჩვენ ძალიან მოვინდომეთ, მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს და ამიტომაც ღონისძიება საკმაოდ შთამბეჭდავი და საინტერესო გამოვიდა.“

ღონისძიება რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა სვეტლანა სტრუკოვამ ჩაატარა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203