წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მართლმადიდებელი სამყარო 2 მაისს აღნიშნავს. როგორც წესი, სააღდგომოდ უქმე დღეებში სკოლები ისვენებენ. აღდგომის არდადეგებამდე ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა -
დაისვენებენ თუ არა დიდ ხუთშაბათს სკოლები? - ამ შემთხვევაში პასუხი ცალსახა და მკაფიოა. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხუთშაბათი ოფიციალური დასვენების დღე არ არის, შესაბამისად, ამ დღეს სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ხოლო სააღდგომო დასვენება წითელ პარასკევს იწყება და ორშაბათის, მიცვალებულთა ხსენების დღის ჩათვლით გრძელდება.
თუმცა, პანდემიამ, როგორც ყველაფერში, უქმე დღეებშიც შეიტანა ცვლილება და წელს,
საყოველთაო უქმეებად გამოცხადებული პერიოდიც, რომელიც 4-11 მაისის ჩათვლით გასტანს, სკოლებისთვის დასვენების დღეებია. ამას 12 მაისის უქმე დღე ემატება და გახანგრძლივებული სააღდგომო დასვენების შემდეგ, სკოლები სწავლას 13 მაისს განაახლებენ.
ასევე დაგაინტერესებთ: 2020-2021 სასწავლო წლის კალენდარი - არდადეგების განრიგი და უქმე დღეების ჩამონათვალი