​ნარინე ასატრიანი - ხოჯორნის საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებას უხალისებს
05-12-2017
ხოჯორნის საჯარო სკოლაში ქართულ ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ​ნარინე ასატრიანი საინტერესო გაკვეთილებს ატარებს. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მისი გაკვეთილები საინტერესო იმითაა, რომ ხშირად იყენებს თამაშით სწავლებას:

“ნარინე ასატრიანი საინტერესო გაკვეთილებს ატარებს. მისი გაკვეთილები საინტერესო იმითაა, რომ ხშირად იყენებს თამაშით სწავლებას, რაც პატარებს უხალისებს სასკოლო ცხოვრებას. სწავლების ასეთი მიდგომით სასწავლო პროცესი მათთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება. I-II კლასკომპლექტში სომხური საბავშვო სიღერა, რომელიც მუსიკის სახელმძღვანელოში ქართულ ენაზეა თარგმნილი, რამდენიმეწუთიან სპექტაკლად წარმოადგინეს.“

“ჩემი  მიზანია, პატარებს პირველ რიგში სკოლა და  საგანი შევაყვარო. ამიტომ ხშირად მივმართავ მსგავს აქტივობას,“ - აღნიშნა ნარინე ასატრიანმა. 

მომავალში  ნარინე ასატრიანი რომელიმე ქართული საბავშვო სიმღერის თამაშით წარმოდგენას აპირებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203