„გავუფრთხილდეთ ერთმანეთს” - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დისკუსია გაიმართა
05-12-2017
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სკოლის დირექტორის ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივითა და სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელის ფიქრია გიორხელიძის ხელშეწყობით, ჩატარდა დისკუსია სლოგანით „გავუფრთხილდეთ ერთმანეთს”.

დისკუსიაზე მიიწვის წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი, მთავარი სპეციალისტები სალომე შველიძე და ნანა გიორგაძე, პოლიციის განყოფილების თანამშრომლები, ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი, სკოლის მანდატურები, წყალტუბოს N2, N4, ბანოჯოს სკოლებისა და გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლის IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეები და პედაგოგები. 

მათ იმსჯელეს თბილისის N51 სკოლასა და ოფშკვითის საჯარო სკოლაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულებზე, განიხილეს ახალგაზრდებში აგრესიის გამომწვევი მიზეზები და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. 

შეკრების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ მოსწავლეებს, ასევე მათ უკვდავსაყოფად მოეწყო სპეციალური გამოფენა, დამზადდა სტიკერები და დაიწერა არგუმენტირებული ესსეები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203