სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ გარემოსდაცვით საქმიანობებზე პრეზენტაცია ჩაატარა
06-12-2017

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში პროექტის „ახალგაზრდების ინიციატივა ევროპული გამოცდილების პოპულარიზაციის მიზნით“ შემაჯამებელი ღონისძიება - მრგვალი მაგიდა „საზოგადოება და გარემო“ გაიმართა.  

მრგვალი მაგიდა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების თვალით დანახული პრობლემების გამოვლენასა და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებას, განსაკუთრებით თემში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების მხარდაჭერას. 

პროექტში „ადვოკატირება-ახალგაზრდები უკეთესი განათლებისათვის“ მონაწილეობდნენ სენაკის N1, ძველის სენაკის საჯარო სკოლების და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ეკოკლუბის „მწვანე ერთობის“ მოსწავლეები. 

სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარი კუჭავამ, გააკეთა პრეზენტაცია სკოლის ეკოჯგუფის მიერ დაგეგმილი და სხვადასხვა პროექტში განხორციელებულ გარემოსდაცვით საქმიანობებზე.

გამართულ შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე ნანა ალანია და საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე თათია ჯინჯოლავა ესწრებოდნენ. 

შეხვედრის დასასრულს, პროექტში მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203