აკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
06-12-2017
აკეთის საჯარო სკოლაში პროექტ „თავისუფალი გაკვეთილის“ ფარგლებში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. 

შემაჯამებელი გაკვეთილი, რომლის თემა - „ხელოვნების სახელოსნო" იყო, პედაგოგმა ოთარ ვადაჭკორიამ ჩაატარა. 

სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, გოგონები დაეუფლნენ ქარგვის ხელოვნებას, ბიჭებმა დაამზადეს სოფელში მდებარე მაცხოვრის ეკლესიის მაკეტი. 

შემაჯამებელ გაკვეთილს ესწრებოდნენ ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე, მთავარი სპეციალისტი ცირა მსხილაძე და უფროსი სპეციალისტი ნათია ქანთარია.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203