„ჩემი ფერმა“ - ახალციხის N5 საჯარო სკოლის ორიგინალური პროექტი
06-12-2017
ახალციხის N5 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, თემატურად შესწავლილი მასალის საფუძველზე, ინგლისურ ენაში  შეასრულეს პროექტი „ჩემი ფერმა,“ რომელსაც ინგლისური ენის მასწავლებელი მარიამ თელიაშვილი ხელმძღვანელობდა. პროექტის ფარგლებში, პარალელური კლასის მოსწავლეებისთვის გამოფენა მოეწყო.

მეოთხე კლასელებმა თავიანთი წარმოსახვით შექმნეს ფერმის მაკეტები. მაკეტზე არსებულ შენობებს ინგლისურად დაურთეს მონაცემები საზომი ერთეულების გამოყენებით. ფერმაში მყოფი ცხოველების შესახებ ინფორმაცია კი ინტრნეტში მოიძიეს.

გამოფენაზე მოსწავლეებმა შესანიშნავად შეძლეს საკუთარი ფერმის პრეზენტაცია და თანატოლებთან კომუნიკაციის დამყარება ინგლისურ ენაზე.

პროექტისა და გამოფენის მიზანი იყო მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიების, პრეზენტატორული და კომუნიკაციური უნარების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203