მასწავლებლებს ხელფასი დასვენების დღეებში არ დააკლდებათ, დამატებითი ანაზღაურება კი უქმეების გარეშე დაანგარიშდება
29-04-2021

სადღესასწაულო დასვენებას, მთავრობის გადაწყვეტილებით, 4-12 მაისს საყოველთაო „არდადეგები“ მიება და ბუნებრივია, ეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შეეხება. ისვენებენ მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც, აქედან გამომდინარე კი გაჩნდა კითხვა - დაუგეგმავი დასვენების დღეები პედაგოგებს აუნაზღაურდებათ თუ გაცდენად ჩაითვლება და თანხა ხელფასიდან დაექვითებათ?

ამ საკითხის გასარკვევად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ საყოველთაო დასვენების დღეები მასწავლებლების ხელფასზე გავლენას არ მოახდენს. ის პედაგოგები, რომლებსაც დისტანციური სწავლებისთვის დანამატი ერიცხებათ, არდადეგების დროს, რასაკვირველია, ამ თანხას ვერ მიიღებენ, იქიდან გამომდინარე, რომ 4-12 მაისს სწავლა არ იქნება და არც დისტანციური გაკვეთილები ჩატარდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203