წყალტუბოს წარმომადგენლობასთან ერთად „ეტალონი“ ვარციხჰესების საჯარო სკოლას ეწვია
06-12-2017
„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ვარციხჰესების საჯარო სკოლას ესტუმრა.

სკოლის მოსწავლეები გოჩა ტყეშელაშვილს სიხარულით შეხვდნენ. 

„ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „წყალტუბოს ეტალონ მოსწავლეს“, ნათია ხვისტანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. 

ამასთან, ვარციხჰესების საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი, სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრის ბოლოს „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203