„თბილისში მომხდარი ტრაგედია, ჩვენი ტრაგედიაცაა“ - ორბელის სკოლაში ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
06-12-2017
ორბელის საჯარო სკოლაში აქცია გაიმართა სახელწოდებით „არა ძალადობას.“ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა თბილისში, ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს, ტაძარში სანთლები დაანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდებს.

სკოლის წარმომადგენლების თქმით, თბილისში მომხდარი ტრაგედია, მათი ტრაგედიაცაა. „ჩვენ გვინდა სიცოცხლე“, „არა ძალადობას, „ნუ მომკლავ“, „გვიყვარდეს ერთმანეთი“, „ნუ წამართმევ სიცოცხლეს", „შეაჩერე ძალადობა“, „ჩვენ გვიყვარს სიცოცხლე,“ - სწორედ ამ წარწერებით დაგმეს მოსწავლეებმა ძალადობა და აქციით ახალგაზრდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203