მასწავლებელთა გამოცდაზე ყველაზე მეტი აპლიკანტი დაწყებითის ტესტირებაზე დარეგისტრირდა - როგორია სხვა საგნების მონაცემები?
2021 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი, 4 702 აპლიკანტი - დაწყებითის (I-IV) გამოცდაზე დარეგისტრირდა, ყველაზე ცოტა 38 - ფრანგული ენაზე (I- XII).
რომელ საგანზე რამდენი აპლიკანტია დარეგისტრირებული? - გთავაზობთ, სტატისტიკურ მონაცემებს:
- ბიოლოგია (VII-XII) - 647;
- ბუნებისმეტყველება (I-VI) – 1812;
- გეოგრაფია (VII-XII)– 601;
- გერმანული ენა (I- XII) – 162;
- დაწყებითი (I-IV)– 4702;
- ინგლისური ენა (I- XII) – 2268;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – 1002;
- ისტორია (VII-XII) – 1345;
- მათემატიკა (I-VI) – 1971;
- მათემატიკა (VII-XII) – 670;
- მუსიკა – 750;
- რუსული ენა (I- XII) – 630;
- სამოქალაქო განათლება (VII-XII) – 1513;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება– 926;
- სპორტი – 1839;
- ფიზიკა (VII-XII) 418;
- ფრანგული ენა (I- XII) – 38;
- ქართული ენა და ლიტ.(VII-XII) – 1277;
- ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) – 1434;
- ქართული, როგორც მეორე ენა - 546;
- ქიმია (VII-XII) (აზერ. რუს. სომხ.) - 417;
- უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა - 2774;
- პროფესიული უნარები - 5913. ამ გამოცდას, მხოლოდ პრაქტიკოსები აბარებენ და ეს საგნების ჩამონათვალში არ იგულისხმება.
აღნიშნულ მონაცემებში მოიაზრებიან ის აპლიკანტები, რომლებიც გამოცდებს როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენაზე აბარებენ.