განათლების სამინისტრომ 2022-2032 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო
28-04-2021
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2022-2032 წლების სამოქმედო გეგმაზე დაიწყო მუშაობა. აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით 2020 წლის მეორე ნახევრიდან 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაზე დავიწყეთ მუშაობა. პროცესს ტექნიკურ დახმარებას უწევს ევროკავშირის საჯარო მმართველობის მხარდაჭერის პროგრამა, ამ პროგრამის ფარგლებში დაკონტრაქტებული ექსპერტები და როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ექსპერტები რომლებიც სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებენ გარკვეულ აქტივობებს.

ასევე, მსოფლიო ბანკის დახმარებით მოხდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტების აყვანა. ექსპერტების აყვანა დასრულებულია და განათლების სამინისტრო იწყებს მუშაობას 2022-2032 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203