ჯანდაცვის მინისტრი სკოლებში ექიმების შესვლაზე - „ეს არ გახლავთ ევროპის საუკეთესო მაგალითი, თუმცა ძალიან კარგი დასაწყისია“
28-04-2021
მინისტრის საათის ფარგლებში, პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სკოლებში ექიმების შეყვანაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მართალია, ეს არ არის ევროპის საუკეთესო მაგალითი, თუმცა ჩანასახი ძალიან კარგია.
„განათლების სამინისტროს მხრიდან სკოლებში დაწყებულია ექიმების განთავსება, რომელთა ვალდებულებაა სკოლის დონეზე მოახდინონ ბავშვების სკრინინგი იმისთვის, რომ ჩვენ დროულად შევძლოთ გამოვავლინოთ ყველა ის საჭიროება, რომელიც მოსწავლეებს გააჩნიათ. ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, დაიხვეწება, ეს არ გახლავთ ევროპის საუკეთესო მაგალითი, თუმცა ეს არის ძალიან კარგი ჩანასახი და დასაწყისი, რომელსაც ალბათ საზოგადოებამ და ჩვენ ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ“, - აღნიშნა ტიკარაძემ პარლამენტში.