„გაამწვანე“ - ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქცია
07-12-2017
ორბელის საჯარო სკოლაში მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, აქცია ჩაატარეს სახელწოდებით „გაამწვანე“. მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნაძვის ხეები დარგეს. როგორც მათ აღნიშნეს, მწვანე გარემოს შენარჩუნება მნიშვნელოვანია და აუცილებლად იზრუნებენ მათ მიერ დარგულ ნაძვებზე.

„ბუნება არის ის, რამაც სიცოცხლე გვაჩუქა. ყველამ უნდა ვიზრუნოთ მწავნე გარემოს შენარჩუნებაზე. ჩვენ, ორბელის საჯარო სკოლი მე-11 კლასის მოსწავლეები, მოგიწოდებთ - „გაამწვანეთ ბუნება“, დარგეთ რაც შეიძლება ბევრი ხე, მოუფრთხილდით გარემოს,“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

იხილე ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203