თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში სემინარი, თემაზე, ''თანასწორობა'' და ''ბულინგი'', გაიმართა
ახალგაზრდული ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ასოციაცია“ ახორციელებს პროექტს „შექმენი ახალგაზრდებთან ერთად“, რომელიც ორიენტირებულია არაფორმალური განათლების პრინციპების, მიდგომებისა და მეთოდების სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრირებასა და სკოლებში ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობაზე.
პროექტის ფარგლებში, მასწავლებელი და ახალგაზრდული მუშაკი, სკოლის დირექტორის მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს მოსწავლეთა სასკოლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის გაზრდის და ბავშვთა უფლებების სფეროში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა სემინარი VII კლასში თემაზე „თანასწორობა“ და „ბულინგი“.
სემინარმა ბავშვების დიდი დაინტერესება გამოიწვია.