თელავის N5 საჯარო სკოლა სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2017-ის ჩემპიონია
07-12-2017
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებულ სპორტულ-შემეცნებით ოლიმპიადაში თელავის N5 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.

კესო სახიაშვილი, მარიამ მამნიაშვილი, თამარ მაძღარაშვილი, მარიამ ოსაძე, რატი რუსიშვილი, გიგა კახაშვილი, გუკა ყვარელაშვილი, პაატა მესაბლიშვილი - ესენი გამარჯვებული მოსწავლეები არიან. ჩემპიონი სკოლის დირექტორი ლია ლეშკაშელი გახლავთ, თამილა დევიძე და კახაბერ ესიტაშვილი კი გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგები.

დაჯილდოების ცერემონიალი თბილისში, ოლიმპიურ კომიტეტში შედგა. სკოლის გუნდის წევრებს დიპლომები, მედლები, სამახსოვრო საჩუქრები და თასი გადაეცათ.

სკოლის წარმომადგენლები მადლობას უხდიან შეჯიბრის ორგანიზატორებს, განსაკუთრებით კი თელავის მერს, შოთა ნარეკლიშვილს, რომელმაც უზრუნველყო მათი თბილისში ტრანსპორტირება.

შეგახსენებთ, სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილია და სპორტის თემატიკაზე პრეზენტაციების მომზადებას გულისხმობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203