სადამრიგებლო კლასს ჩამოშორდა პედაგოგი, რომელმაც მოსწავლე ფულის მოპარვაში დაადანაშაულა - რას ამბობს დირექტორი?
29-04-2021

სოფელ ბოდბის საჯარო სკოლაში პედაგოგმა მოსწავლე ფულის მოპარვაში დაადანაშაულა და მის გასაჩხრეკად სახლშიც მივიდა. თუმცა როგორც სკოლის დირექტორი ქეთევან გივიშვილი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, სათვალთვალო კამერებით მოპარვის ფაქტი არ დადასტურებულა.

ქეთევან გივიშვილის თქმით, ფაქტის გაგების შემდგომ მან სამართალდამცავებთან დარეკა, თუმცა არ იცოდა, რომ პედაგოგი სკოლიდან მოსწავლესთან სახლში წავიდა.

„ფულის მოპარვა არ დაფიქსირდა. არ ვიცი იპოვა თუ არა, თუმცა ეს ყველაფერი საგაკვეთილო დროის შემდგომ მოხდა, მასწავლებელიც სახლში იყო, მოსწავლეც.  პედაგოგი მოვიდა და მთხოვა, რომ გადამეხვია კამერები და მენახა, მაგრამ ბავშვს არ უდასტურდება (მოპარვა). ამის შემდგომ დავუკავშირდი ბავშვის მშობელს და გვითხრა, რომ არ უპოვიათ თანხა. გამოვიძახე პოლიცია, რომელიც ბავშვთანაც მივიდა და პედაგოგთანაც. დანარჩენი რა მოხდა აღარ ვიცი. ბავშვთან სახლში რომ იყო, ესეც არ ვიცოდი. მეც მაინტერესებს და ძიების პროცესში ვარ. დასამალი არაფერი მაქვს“, - განაცხადა დირექტორმა.

მისივე თქმით, პედაგოგმა, რომელიც მეოთხე კლასის დამრიგებელი იყო, ფაქტის შემდეგ განცხადება დაწერა და სადამრიგებლო კლასს ჩამოშორდა.

„პედაგოგი კლასის ხელმძღვანელის პოზიციაზე აღარ არის. დილით თვითონვე შემოვიდა დაწერა განცხადება, რომ გათავისუფლებულიყო დამრიგებლობიდან. დანარჩენი, სამართლებრივად როგორც გაგრძელდება იმის მიხედვით მოვიქცევი“,- განაცხადა დირექტორმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203