„ზურაბის გამარჯვება არავის გაჰკვირვებია, რადგან ის გამორჩეული მოსწავლეა“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში „ეტალონში“ გამარჯვებას აღნიშნავენ
07-12-2017
„ეტალონის“ მორიგ ინტელექტუალურ შეჯიბრში, წყალტუბოს სკოლების 81 წარჩინებული მოსწავლე მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ.

ღირესული კონკურენციისა და დაძაბული ინტელექტუალური შეჯიბრის შედეგად, გამარჯვება წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს, ზურაბ ჩაჩავას ხვდა წილად. როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს ფაქტი არავის გაჰკვირვებია, რადგან ზურაბი წარჩინებული და გამორჩეული მოსწავლეა. ისინი კიდევ ერთ გარემოებას აღნიშნავენ:

„ჩვენი სკოლის სასახელოდ უნდა აღინიშნის ისიც, რომ რეიტინგულ ათეულში, მეხუთე ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის მე-8 კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ, ლოლიტა კინწურაშვილმა. ის მასზე უფროს მოსწავლეებს ეჯიბრებოდა ცოდნაში (მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებს). ეს ფაქტი ძალიან სასიხარულოა. გულითადად ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებას, ყოველთვის გვეამაყოს მათით. ზურაბს ვუსურვებთ „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაუფლებოდეს,“ - აღნიშნეს წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203